მიუხედავად იმისა, რომ სანაძემ გადამწყვეტი სროლა ააცილა, მასზე და მთლიანად გუნდზე "ტორეროსის" დამრიგებელ ბილ გრირს აუგი არ დასცდენია. პირიქით, მწვრთნელი კმაყოფილი იყო:
"ჩვენ ვიბრძოლეთ ბოლომდე და მოვიპოვეთ გამარჯვების რეალური შანსი. ბოლო მომენტში ჩვენმა გუნდმა ყველაფერი ზუსტად გააკეთა და მხოლოდ იმაში არ გაგვიმართლა, რომ დუდას ნასროლი არ ჩავარდა.
ჩვენი გუნდი სწორ გზაზე
არადა, "ტორეროსის" მოთამაშეებმა თითქმის შეუძლებელი შეძლეს და გამარჯვების მომპოვებელი სროლის შესრულების უფლება მოიპოვეს. ბოლო 12 წამში ორივე გუნდმა 4-4 საჯარიმო ჩააგდო. აქედან დუდა სანაძის ანგარიშზე საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე ჩაგდებული 2 სროლაა, რის შემდეგაც სხვაობა 62:63-მდე შემცირდა.
ამას "სან დიეგო სტეიტის" ლიდერის, ქსავიერ თემზის 2 საჯარიმო მოჰყვა და როცა კრისტოფერ ანდერსონმა ჩამორჩენა კვლავ 1 ქულამდე შეამცირა, ბურთი "სტეიტის" იყო და დასრულებამდე 4 წამი რჩებოდა.
სწორედ ამ დროს მოხდა ის, რომ სანაძის გუნდმა მეტოქეს ბურთი ჩაუჭრა და გადამწყვეტი სროლის შესრულების პატივი ქართველს ერგო, თუმცა...
სანაძემ, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 32 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ქართველმა უკანახაზელმა 5-დან 2 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
"სან დიეგო ტორეროსს" 7 მოგება და 3 მარცხი აქვს და "ვესტ ქოსთის" დივიზიონში მე-6 ადგილზეა. საკუთარი დივიზიონის გუნდებთან შეხვედრები "სან დიეგოს" 28 დეკემბერს დაეწყება. მომდევნო მატჩი სანაძის გუნდს 10 დეკემბერს ელის "პასიფიკასთან".
წყარო: www.gbf.ge