ბოლო ტყორცნა ქართველმა ფორვარდმა შეასრულა, თუმცა მიზანში ვერ მოარტყა. მიუხედავად ამისა, მასზე და მთლიანად გუნდზე "ტორეროსის" დამრიგებელ ბილ გრირს აუგი არ დასცდენია. პირიქით, მწვრთნელი კმაყოფილი იყო:
- ვიბრძოლეთ ბოლომდე და გვქონდა გამარჯვების რეალური შანსი. ბოლო მომენტში ჩვენმა გუნდმა ყველაფერი ზუსტად გააკეთა და მხოლოდ იმაში არ გაგვიმართლა, რომ დუდას ნასროლი არ ჩავარდა.
ჩვენი გუნდი სწორ გზაზე დგას და ბოლომდე ასრულებს იმას, რასაც წუთშესვენებებზე ვგეგმავთ. ბურთი
დუდა სანაძემ საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე ორი საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა, რის შემდეგაც სხვაობა 62:63-მდე შემცირდა. ამას "სან დიეგო სტეიტის" ლიდერის, ქსავიერ თემზის 2 საჯარიმო მოჰყვა და როცა კრისტოფერ ანდერსონმა ჩამორჩენა კვლავ 1 ქულამდე შეამცირა, ბურთი "სტეიტის" იყო, მატჩის დასრულებამდე კი 4 წამი რჩებოდა...
სწორედ ამ დროს სანაძის გუნდმა მეტოქეს ბურთი ჩაუჭრა და გადამწყვეტი სროლის შესრულების პატივი ქართველს ერგო, თუმცა...
სანაძემ, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 32 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ქართველმა უკანახაზელმა 5-დან 2 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
"სან დიეგო ტორეროსს" 7 მოგება და 3 მარცხი აქვს და "ვესტ ქოსთის" დივიზიონში მე-6 ადგილზეა. საკუთარი დივიზიონის გუნდებთან შეხვედრები "სან დიეგოს" 28 დეკემბერს დაეწყება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"