ლაშა ფარღალავა ნახევარი გუნდია: 42 ქულა "ზამინისთან"

AutoSharing Option
ირანის ჩემპიონატში ერთი წარმომადგენელი გვყავს - ლაშა ფარღალავა "ეშტეღლალის" ღირსებას იცავს.

გუნდი სპარსეთის პირობებში საშუალო დონისაა. მართალია, ამჟამად 3 მოგებით მე-11 ადგილზეა, მაგრამ სულ რაღაც ორი მოგებით ჩამორჩება მეხუთეადგილოსან "ქავზინს".

"ეშტეღლალს" ბოლო ტურში სატურნირო სიტუაციის გამოსწორება შეეძლო, მაგრამ ბოლო წამებზე "ზამინისთან" 72:74 დათმო.

სათაურში კი დავწერეთ, ფარღალავა ნახევარი გუნდიაო, მაგრამ ამ შეხვედრაში მის ანგარიშზე "ეშტეღლალის" მიერ ჩაგდებული ქულების ნახევარზე მეტი იყო - 42. დროა, ლაშას სრულ მონაგარსაც გავეცნოთ: 37 წუთი, 11-დან 4 ორქულიანი, 12-დან 7 სამიანი, 14-დან 13 საჯარიმო, 5
მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა.

მის თანაგუნდელთაგან 10 ქულამდე ერთიც ვერ ავიდა.

ირანულ ლიგაში ფარღალავას საშუალო მონაგარი ასეთია: 20.9 ქულა, 5.1 მოხსნა, 2.2 პასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული