ლაშა ფარღალავა "ეშტეღლალის" ლიდერად გვევლინება

AutoSharing Option
ირანის ჩემპიონატში მორიგი ორი შეხვედრა ჩაატარა ლაშა ფარღალავას "ეშტეღლალმა".

წინასწარ გეტყვით, რომ სატურნირო თვალსაზრისით, გუნდს საქმე დალხენილად ნამდვილად არა აქვს, ფარღალავა კი "ეშტეღლალის" ლიდერად გვევლინება.

ლაშას თანაგუნდელებმა ჯერ "გორგანთან" ითამაშეს, შემდეგ "მაჰრამთან". პირველ მატჩში 76:82 დამარცხდნენ, ხოლო მეორეში - 72:79.

* * *
"გორგანის" წინააღმდეგ ფარღალავამ 40 წუთი ითამაშა და მატჩის ბომბარდირიც გახდა - 27 ქულა ჩააგდო.

ქართველმა უკანახაზელმა 7 ორქულიანი, 11 სამიანი სტყორცნა და 4-4 ჩააგდო, რასაც 7 ზუსტი საჯარიმო მიაყოლა. 27 ქულის გარდა, ლაშას ანგარიშზე 2 პასი და
თითო ჩაჭრა-მოხსნა დაფიქსირდა.

* * *

ჩემპიონატის მთავარ ფავორიტ "მაჰრამთან" ფარღალავამ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო, თუმცა მხოლოდ 13 წუთი ითამაშა. ექსარმიელს დრო უქმად არ დაუკარგავს: 4-დან 1 სამქულიანი, 1-დან 1 ორიანი ჩააგდო და მატჩი 5 ქულით, 2 მოხსნით, 1 პასითა და ამდენივე ჩაჭრით დაასრულა.

"ეშტეღლალმა" "მაჰრამს" დიდი წინააღმდეგობა რომ გაუწია, მეჰდი მორადნასაბის დამსახურებაა, რომელმაც 22 ქულას მოუყარა თავი.

ლაშა ფარღალავას გუნდს სატურნირო ცხრილში 9 წაგების წილ 3 მოგება უწერია და ბოლოსწინა ადგილზეა, ერთი გამარჯვებით უსწრებს ზემოთ ნახსენებ "გორგანს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული