მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი ტულონში გაიმართა, სადაც მამუკა გორგოძის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას გუნდმა დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონს" უმასპინძლა და 27:19 დაამარცხა.
კოლელიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-11 წუთზე დაშავდა, გორგოძე და ზირაქაშვილი ტრავმირებულნი არიან, მიქაუტაძე
"კლერმონს" ერთი ქულით ჩამორჩება ზურაბ ჟვანიასა და დავით ქუბრიაშვილის "სტად ფრანსე", რომელმაც შინ დაამარცხა ანტონ ფეიქრიშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივი" - 20:17.
მასპინძლები უპირატესობას მატჩის დაწყებისთანავე დაეუფლნენ და ანგარიშშიც საგრძნობლად დაწინაურდნენ. სტუმრებმა ხელი თამაშის დასკვნით ათ წუთშიღა გამოიღეს. 74-ე წუთზე ასეიშვილმა, რომელმაც 47-ე წუთზე შველიძე შეცვალა, ლელო გაიტანა, თუმცა თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.
ჟვანია მოედანზე მე-60 წუთიდან გამოჩნდა, ქუბრიაშვილი და ფეიქრიშვილი განაცხადში არ იყვნენ.
დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგს" 33 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა. პარიზელებმა სტუმრად შეძლეს "კასტრის" დამარცხება 14:9. ხინჩაგიშვილი ტრავმირებულია.
საპლეიოფო ზონასთან ახლოს იმყოფება ზაზა ნავროზაშვილის "ბორდო", რომელიც სტუმრად დამარცხდა "ოიონაქსთან" - 23:28. შერკინების ქართველ ბურჯს არ უთამაშია.
ბორდოელებს ერთი ქულით ჩამორჩება ვასილ კაკოვინის "ტულუზი", რომელმაც შინ მოულოდნელად წააგო "გრენობლთან" - 22:25. კაკოვინი ძირითად შემადგენლობაში იყო და 45-ე წუთზე შეცვალეს.
ტულუზელებს კვალში უდგას მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე", რომელმაც სტუმრად წააგო დივიზიონის დებიუტანტ "ლიონთან" - 20:23. ნარიაშვილმა სრულად ითამაშა.
ჩვენებურის გუნდი ახლა 27 ქულით მე-8 ადგილზეა, რაც გუნდიდან მამუკა გორგოძის წასვლას უნდა დავაბრალოთ. "მონპელიედან" ახლახან დაითხოვეს შერკინების არგენტინელი მწვრთნელი მარიო ლედესმა.
დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელი", რომელიც შინ ფრეს დასჯერდა გიორგი ჟღენტის "ბაიონთან" - 19:19. ყაულაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ჟღენტი მოედანზე 72-ე წუთიდან გამოჩნდა.
I დივიზიონი
XII ტური
ტულონი-კლერმონი 27:19, კასტრი-მეტრო რასინგი 9:14, ლა როშელი-ბაიონი 19:19, ლიონი-მონპელიე 23:20, ოიონაქსი-ბორდო 28:23, ტულუზი-გრენობლი 22:25, სტად ფრანსე-ბრივი 20:17.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 37 ქულა, 2. კლერმონი - 36, 3. სტად ფრანსე - 35, 4. მეტრო რასინგი - 33, 5. გრენობლი - 32, 6. ბორდო - 29, 7. ტულუზი - 28, 8. მონპელიე - 27, 9. ოიონაქსი - 25, 10. ბაიონი - 23, 11. ბრივი - 23, 12. ლიონი - 22, 13. ლა როშელი - 21, 14. კასტრი - 20.
XIII ტური
ბაიონი-ბორდო, ბრივი-ოიონაქსი, კლერმონი-კასტრი, გრენობლი-სტად ფრანსე, მონპელიე-ტულუზი, მეტრო რასინგი-ლა როშელი, ტულონი-ლიონი.
* * *
მეორე დივიზიონში პირველი წრე დასასრულს უახლოვდება. აქ დამაჯერებლად ლიდერობს გიორგი ნაცარაშვილის "პო". ჩვენებურის ეს გუნდი 13 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ "მონ დე მარსანს", რაც საკმაოდ დიდი უპირატესობაა."პომ" მე-13 ტურში სტუმრად ითამაშა "მონტობანთან" და დაძაბულ ბრძოლაში 24:22 მოიგო. მატჩის არბიტრმა მოედნიდან ოთხი მორაგბე გაასინბინა, აქედან სამი სტუმართა გუნდის მოთამაშე იყო. ნაცარაშვილი თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო.
ბექა შეყლაშვილისა და ვახტანგ მაისურაძის "ალბის" 35 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.
ჩვენებურთა ამ გუნდმა სტუმრად წააგო სწორედ უშუალო კონკურენტ "მონ დე მარსანთან" - 17:26. ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო.
საპლეიოფო ზონაში მოხვედრისთვის იბრძვის დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის "პერპინიანი", რომელიც შინ ფრეს დასჯერდა ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკთან" - 15:15. ქართველთაგან მხოლოდ დათუნაშვილმა ითამაშა, მან მოედანზე თავიდან ბოლომდე დაჰყო.
უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა საკუთარ მოედანზე ლაშა ლომიძის "ბეზიემ". ლანგედოკელებმა ამჯერად "კარკასონს" მოუგეს - 16:12. ლომიძე თადარიგში იყო და თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო. "ბეზიე" პლეი ოფში მოხვედრის შანსს ისევ ინარჩუნებს.
ოდნავ უარესი მდგომარეობა აქვს თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენს", რომელმაც შინ მოუგო "დაქსს" - 22:17. თეთრაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს, მჭედლიძეს არ უთამაშია.
გიორგი ნემსაძის, ირაკლი მირცხულავასა და კახაბერ კობერიძის "ტარბმა" შინ მოუგო შალვა სუთიაშვილის, დავით დადუნაშვილის, დავით აშვეთიას, ელიზბარ ყუფარაძისა და ვახტანგ ახობაძის "მასის" - 26:7.
სუთიაშვილმა, რომელმაც სრულად ითამაშა, 79-ე წუთზე ლელო გაიტანა, აშვეთია 48-ე წუთზე ყუფარაძემ შეცვალა და ერთ წუთში მატჩის არბიტრმა სინბინში გაუშვა, ნემსაძე მე-6 წუთზე შეცვალეს, მირცხულავა იმავდროულად ჩაერთო თამაშში, სხვა ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ.
II დივიზიონი
მონტობანი-პო 22:24, აჟენი-დაქსი 22:17, ბეზიე-კარკასონი 16:12, პერპინიანი-ორიაკი 15:15, ტარბი-მასი 26:7, კოლომიე-ბურგუენი 24:17, მონ დე მარსანი-ალბი 26:17, ნარბონი-ბიარიცი (გადაიდო).
სატურნირო მდგომარეობა
1. პო - 48 ქულა, 2. მონ დე მარსანი - 35, 3. ალბი - 35, 4. კოლომიე - 34, 5. პერპინიანი - 32, 6. ორიაკი - 32, 7. ბეზიე - 31, 8. მონტობანი - 30, 9. ბიარიცი - 30, 10. აჟენი - 29, 11. კარკასონი - 24, 12. მასი - 24, 13. ტარბი - 23, 14. ნარბონი - 21, 15. დაქსი - 18, 16. ბურგუენი - 17.
XIV ტური
ალბი-პერპინიანი, ორიაკი-მონ დე მარსანი, ბიარიცი-კოლომიე, ბურგუენი-ნარბონი, კარკასონი-აჟენი, დაქსი-ბეზიე, მასი-მონტობანი, პო-ტარბი.
* * *
განახლდა ინგლისის ჩემპიონატიც, სადაც საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭის, შალვა მამუკაშვილის "სეილ შარქსმა" წარმატებას მიაღწია. მე-9 ტურში "ზვიგენებმა" სტუმრად ითამაშეს "ნიუკასლთან" და 18:13 დაამარცხეს. მამუკაშვილი თამაშში 66-ე წუთიდან ჩაერთო. "სეილ შარქსი" ახლა 24 ქულით მე-6 ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრის შანსი გაუჩნდა.ინგლისი
IX ტური
ბასი-ჰარლიქვინზი 25:6, ლესტერ ტაიგერზი-ვოსფსი 18:16, ექსეტერი-სარასენზი 27:19, ლონდონ აირიში-გლოსტერი 9:21, ლონდონ ველში-ნორსჰემპთონი 14:43, ნიუკასლი-სეილ შარქსი 13:18.
სატურნირო მდგომარეობა
1. ნორსჰემპთონი - 35 ქულა, 2. ბასი - 33, 3. ექსეტერი - 32, 4. სარასენზი - 25, 5. ლესტერ ტაიგერზი - 25, 6. სეილ შარქსი - 24, 7. ვოსფსი - 21, 8. გლოსტერი - 20, 9. ჰარლიქვინზი - 19, 10. ნიუკასლი - 14, 11. ლონდონ აირიში - 12, 12. ლონდონ ველში - 1.
X ტური
სეილ შარქსი-ექსეტერი, გლოსტერი-ბასი, ჰარლიქვინზი-ნიუკასლი, ნორსჰემპთონი-ლესტერ ტაიგერზი, სარასენზი-ლონდონ ველში, ვოსფსი-ლონდონ აირიში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"