ტექსასურ დერბიში დალასელები სტუმრად "ჰიუსტონ როკეტსს" შეხვდნენ და 27 ქულით - 82:109 განადგურდნენ.
მწვრთნელმა ისევ არ ათამაშა გუნდის ლიდერი დირკ ნოვიცკი, ხოლო დერონ უილიამსს, უესლი მეთიუზს, ჩენდლერ პერსონსს და ჯავალი მაკგის ტრავმები აწუხებთ. მათ გარეშე "მავერიქსი" ერთი რიგითი გუნდია და მძლავრ "ჰიუსტონთან" შანსი არც ჰქონია.
წინა მატჩისგან განსხვავებით, ფაჩულია ამჯერად ხუთეულში არ ყოფილა. ქართველმა ცენტრმა 15 წუთი ითამაშა და 6 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ზაზამ 5-დან 2 ორქულიანი და
სასტარტო ხუთეულში ცენტრის პოზიციაზე სამუელ დალამბერმა ითამაშა, რომელმაც 21 წუთში 6 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. საუკეთესო შედეგი კი "დალასში" ჯონ ჯენკინსს ჰქონდა, რომელმაც 29 წუთში 19 ქულა მიითვალა. ჰიუსტონელთაგან 19 ქულით საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი გახლდათ.
მომდევნო მატჩს დალასელები 13 ოქტომბერს, სტუმრად "ოკლაჰომასთან" გამართავენ.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით