ლაშა ფარღალავა კარიერას ირანში გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი ლაშა ფარღალავა კარიერას ირანში გააგრძელებს. იგი "შაჰრდარი თაბრიზში" ჩაირიცხა.

ეს გუნდი ლაშას დამატებამდე მხოლოდ ადგილობრივი კალათბურთელებით იყო დაკომპლექტებული, თუმცა საწყისი ორი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში "არაკთან" ერთად ლიდერობს (2 მოგება).

რაც შეეხება ფარღალავას, 28 წლის ქართველმა უკანახაზელმა მიმდინარე სეზონი სუპერლიგის "მგზავრებში" დაიწყო. საშუალოდ 10.5 ქულას, 5 მოხსნასა და 3.5 ჩაჭრას აგროვებდა. "მგზავრებამდე" ფარღალავა "სოხუმსა" და "არმიაში" თამაშობდა, მანამდე კი ამერიკის კოლეჯების ლიგაში ჯერ ფლორიდის საჰაერო აკადემიის გუნდის ღირსებას იცავდა, შემდეგ - ჰავაის კოლეჯში გამოდიოდა.

ლაშა უკვე
ირანშია და "თაბრიზში" ათნომრიანი მაისურა აირჩია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული