მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკა" ევროლიგის მეორე ეტაპს მიუახლოვდა

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკამ" ევროლიგის პირველი ჯგუფური ეტაპის მე-8 ტურში პრინციპული მატჩი მოიგო და მომდევნო ეტაპისკენ გასასვლელად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

"დარუშაფაკამ" სტამბოლში "უნიკახას" უმასპინძლა, რომელსაც ჯგუფიდან გასვლა განაღდებული ჰქონდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში - 63:57 დაამარცხა. ბოლო პერიოდის წინ მასპინძლები 45:48 აგებდნენ, თუმცა ჰაერივით საჭირო გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერი გააკეთეს და სასურველი შედეგი დააფიქსირეს.

ქართველი უკანახაზელი სასტარო ხუთეულში იყო, თუმცა 12:35 წუთზე მეტი არ უთამაშია. ამ ხნის განმავლობაში მანუჩარმა 4 ორქულიანი ააცილა და მოედანი 3 პასით და 1 მოხსნით დატოვა. სტამბოლელებს რეჯი
რედინგმა (19 ქულა) და მილკო ბიელიცამ (18) ულიდერეს.

4 მოგებითა და ამდენივე მარცხით "დარუშაფაკა" ჯგუფიდან გამსვლელ მე-4 ადგილზეა და მას 2 ქულით ჩამორჩება ისრაელის "მაკაბი". დარჩენილ 2 ტურში მარკოიშვილის გუნდი ჯერ მოსკოვში ცსკა-სთან თამაშობს, ბოლოს კი სწორედ "მაკაბის" მასპინძლობს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული