მანუჩარ მარკოიშვილმა ევროლიგის მატჩი მოსკოვში უშანსოდ წააგო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კალათბურთელის მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკამ" მოსკოვში ცსკა-სთან უშანსოდ - 66:94 წააგო და ევროლიგის ჯგუფიდან რომ გავიდეს, ბოლო ტურში აუცილებლად გამარჯვება სჭირდება.

მოსკოვურ მატჩში სტამბოლელებს შანსი არ ჰქონიათ. თუკი პირველ ტაიმში შედარებით თანაბარი ბრძლა იყო, მესამე პერიოდი არმიელებმა 29:7 მოიგეს და შეხვედრას აზრი დაუკარგეს.

მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 14 წუთი გაატარა. მანუჩარმა ერთადერთხელ შეუტია, თუმცა მისი ორქულიანი არმიელთა კალათში არ ჩაეშვა. ქართველი უკანახაზელის ანგარიშზე საბოლოოდ 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა - ბურთიც ერთხელ დაკარგა.

4
მოგებითა და 5 მარცხით "დარუშაფაკა" D ჯგუფის მე-4 ადგილზეა და ბოლო ტურის ყოფნა-არყოფნის მატჩს მე-5-ზე მყოფ "მაკაბისთან" სტამბოლში, 17 დეკემბერს გამართავს. სტამბოლური გუნდის მდევრმა ისრაელის "მაკაბიმ" შინ გერმანული "ბამბერგი" გაანადგურდა და თუ ბოლო ტურში სტამბოლში "დარუშაფაკასაც" მოუგებს, მარკოიშვილის გუნდს ჯგუფში ჩატოვებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული