ამას ჰქვია ზღაპარში მოგება - მარკოიშვილმა და "დარუშაფაკამ" ლიდერს აჯობეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 14 დეკემბერს, მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკამ" სტუმრად თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი "პინარ ქარშიაკა" 74:73 დაამარცხა.

მატჩის ბოლო წამები საოცარი სანახავი იყო: საფინალო სირენამდე 30 წამით ადრე "პინარი" 5 ქულით იგებდა. თუმცა უილბეკინმა ჯერ სამქულიანით ანგარიშში სხვაობა ქულამდე შეამცირა (71:72), მატჩის დასრულებამდე 2 წამით ადრე კი მეორე სამიანი ჩააგდო და - 74:73 "დარუშაფაკას" სასარგებლოდ. უილბეკინს საბოლოოდ 15 ქულა მოუგროვდა.

მანუჩარმა მეოთხე პერიოდი შეუცვლელად ითამაშა. 28 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული