ზაზა ფაჩულიას 9 ქულა და 15 მოხსნა მილუოკიში ქულით წაგებულ მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას გუნდმა "დალას მავერიკსმა" NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩი სტუმრად "მილუოკი ბაქსთან" გამართა და ერთი ქულის სხვაობით, ანგარიშით 95:96 დამარცხდა.

თბილისის დროით 9 იანვარს, გამთენიისას გამართულ შეხვედრაში, "მავერიკსმა" პირველი ნახევარი 16-ქულიანი სხვაობით დათმო, თუმცა შესვენების შემდეგ თამაშის გათანაბრება მოახერხა. მატჩის დასრულებამდე 9 წამით ადრე კრის მიდლტონმა გარღვევა შედეგიანად დააგვირგვინა და მასპინძლები 96:95 დააწინაურა. საფინალო სირენის თანხლებით ნასროლი დერონ უილიამსის ორქულიანი კი, სტუმართა სამწუხაროდ, კალათში არ ჩაეშვა.

დალასელთაგან საუკეთესო 31:56 წუთში მოპოვებული 9 ქულით, 15 მოხსნით,
3 პასით და 1 ჩაჭრით ზაზა იყო, რომელმაც 6-იდან 4 ოქრულიანი და 2-იდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. მართალია, "მავერიკსში" 20 ქულით ბომბარდირი დირკ ნოვიცკი გახდა, ხოლო დევინ ჰარისმა 19 ქულა მიითვალა, მაგრამ საერთო სტატისტიკით ტეხასურ გუნდში საუკეთესო შედეგი ქართველ ცენტრს ჰქონდა.

21 მოგებითა და 16 მარცხით "დალასი" დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი ხვალ მინესოტაში,"ტიმბერვულვზთან" ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სულ ბოლოში ნოვიცკის იდიოტურმა შეცდომამ წააგებინათ, სამწუხაროა.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული