ზაზა ფაჩულიას "დალასმა" "ოკლაჰომასთან" იჩხუბა და წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩი გამართა ზაზა ფაჩულიას "დალას მავერიკსმა", რომელიც სტუმრად "ოკლაჰომა სიტის" დაუპირისპირდა და 19-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 89:108 დამარცხდა.

თბილისის დროით 14 იანვარს, გამთენიისას გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კაპიტანს მონაწილეობა არ მიუღია, ისევე, როგორც "დალასის" სხვა სასტარტოებს: დირკ ნოვიცკის, დერონ იულიამსს, ვესლი მეთიუზსა და ჩანდლერ პერსონსს. შედეგად, მასპინძლებმა უკვე პირველ ნახევარში მოიპოვეს 23-ქულიანი უპირატესობა, შესვენების შემდეგ კი მეტოქეს მხოლოდ სხვაობის შემცირების საშუალება მისცეს.

"ოკლაჰომას" გამარჯვებაში უდიდესი წვლილი კევინ დურანტმა შეიტანა, რომლის ანგარიშზე 29 ქულა და 10 მოხსნაა. სტუმართა შორის
კი გამორჩეული ხოსე-ხუან ბარეა იყო 18 ქულით.

მატჩს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. ნერვებმა მასპინძელ რასელ უეტსბრუკს უმტყუნა, გუნდური გაწევ-გამოწევის შემდეგ კი მოედნის დატოვება მას და დალასელ ჩარლი ვილიანუევას მოუხდათ.

რეგულარულ ჩემპიონატში ჩატარებული 40 მატჩის შემდეგ ფაჩულიას გუნდის ანგარიშზე 22 მოგება და 18 მარცხია. ამ შედეგით "დალასი" დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი შინ "ჩიგაკო ბულზთან" 16 იანვარს ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული