ნიკა მეტრეველმა "რეჯია კაზერტაში" დებიუტი 7 ქულით აღნიშნა

AutoSharing Option
"რეჯია კაზერტაში" 16-წუთიანი დებიუტი ნიკა მეტრეველმა 7 ქულითა და 8 მოხსნით აღნიშნა. აღნიშნულ კლუბში იტალიის სერია "ა"-ს კიდევ ერთ წარმომადგენელ "კაპო დ'ორლანდოდან" გადასულმა ქართველმა ფორვარდმა საკმაოდ შედეგიანად ითამაშა, თუმცა მისი ახალი გუნდი შინ "ვარეზესთან" დამარცხდა - 70:77.

ნიკა თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 16 წუთში 3-დან 3 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. თანაგუნდელ დოუნს მიკასთან ერთად ქართველ ფორვარდს კაზერტელთაგან ყველაზე მეტი მოხსნა დაუგროვდა. პიზტოიელთაგან 24 ქულით საუკეთესო საივა პეიტონი გახლდათ.

6 მოგებით და 10 მარცხით მეტრეველის გუნდი
16-გუნდიან სერია "ა"-ში მე-12 ადგილზეა. მომდევნო მატჩი კაზერტელებს 24 იანვარს, სტუმრად "ტორინოსთან" ელით.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული