მანუჩარ მარკოიშვილმა "დარუშაფაკა" თურქეთის თასის ფინალში გაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკა" თურქეთის თასის გათამაშების ფინალში ითამაშებს, რაც ქართველი უკანახაზელის დამსახურებაა. სტამბოლური კლუბის ქართველმა ლეგიონერმა "ბანვითთან" 19 თებერვალს გამართულ ნახევარფინალურ მატჩში 16 ქულა მოაგროვა, თუმცა ბოლო წამებზე მისმა სიზუსტემ მატჩის ბედი გადაწყვიტა.

დაძაბული და თანაბრად მიმდინარე ნახევარფინალური შეხვედრის დასრულებამდე 18 წამით ადრე მარკოიშილმა ორქულიანი ჩააგდო და "დარუშაფაკა" 72:67 დააწინაურა. ბანვითელები ბევრს ეცადნენ, ტაქტიკური ჯარიმები აიღეს, სამქულიანიც ჩააგდეს, თუმცა ვერას გახდნენ. საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე, როცა ანგარიში 75:74 იყო, მეტოქემ მარკოიშვილზე ტაქტიკური ჯარიმა აიღო. ქართველმა ლეგიონერმა პირველი ბურთი ჩააგდო,
მეორე კი ააცილა და დარჩენილ მცირე დროში "ბანვითის" კალათბურთელებმა საკუთარი საჯარიმოდან შეტევას ორგანიზება ვერ გაუკეთეს.

საბოლოოდ "დარუშაფაკამ" 76:74 მოიგო და ფინალში გავიდა.

მარკოიშვილმა 29 წუთი ითამაშა და შეხვედრა 16 ქულით, 5 მოხსნით და 2 ჩაჭრით დაასრულა. მანუჩარმა 1-დან 1 ორქულიანი, 7-დან 3 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. დარუშაფაკელთა ბომბარდირი მილკო ბიელიცა გახდა 25 ქულით, რომელმაც 10 მოხსნაც მიითვალა.

ფინალში ქართველის გუნდის მეტოქე თურქული გრანდი "ფენერბაჰჩე" იქნება, რომელმაც ნახევარფინალში "ქარშიაქას" 82:72 სძლია. ფინალური შეხვედრა 21 თებერვალს გაიმართება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული