12:33 20-02-2016
მანუჩარ მარკოიშვილმა "დარუშაფაკა" თურქეთის თასის ფინალში გაიყვანა [VIDEO]
AutoSharing Option
დაძაბული და თანაბრად მიმდინარე ნახევარფინალური შეხვედრის დასრულებამდე 18 წამით ადრე მარკოიშილმა ორქულიანი ჩააგდო და "დარუშაფაკა" 72:67 დააწინაურა. ბანვითელები ბევრს ეცადნენ, ტაქტიკური ჯარიმები აიღეს, სამქულიანიც ჩააგდეს, თუმცა ვერას გახდნენ. საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე, როცა ანგარიში 75:74 იყო, მეტოქემ მარკოიშვილზე ტაქტიკური ჯარიმა აიღო. ქართველმა ლეგიონერმა პირველი ბურთი ჩააგდო, მეორე კი ააცილა და დარჩენილ მცირე დროში "ბანვითის" კალათბურთელებმა საკუთარი საჯარიმოდან შეტევას ორგანიზება ვერ გაუკეთეს.
საბოლოოდ "დარუშაფაკამ" 76:74 მოიგო და ფინალში გავიდა.
მარკოიშვილმა 29 წუთი ითამაშა და შეხვედრა 16 ქულით, 5 მოხსნით და 2 ჩაჭრით დაასრულა. მანუჩარმა 1-დან 1 ორქულიანი, 7-დან 3 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. დარუშაფაკელთა ბომბარდირი მილკო ბიელიცა გახდა 25 ქულით, რომელმაც 10 მოხსნაც მიითვალა.
ფინალში ქართველის გუნდის მეტოქე თურქული გრანდი "ფენერბაჰჩე" იქნება, რომელმაც ნახევარფინალში "ქარშიაქას" 82:72 სძლია. ფინალური შეხვედრა 21 თებერვალს გაიმართება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული