ზაზა ფაჩულიას "დალასი" საპლეიოფო ზონიდან გავარდა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "დალას მავერიკსს" პლეი ოფში გასვლა სათუო გაუხდა.

ტეხასელებს დარჩენილ 9 მატჩში დიდი ძალისხმევა მოუწევთ, რომ სეზონი რეგულარულ ჩემპიონატთან ერთად არ დაასრულონ. დალასელებმა დღეს, გამთენიისას, დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ აუტსაიდერ "საკრამენტოსთან" სტუმრად წააგეს.

შეხვედრა უხვქულიანი გამოდგა. მასპინძლებმა 133:111 იმარჯვეს, რითაც დალასელებს წარმატების შანსი არ დაუტოვეს.

ნაოპერაციევ ჩანდლერ პერსონსთან ერთად "მავერიკსს" ტრავმირებული დერონ უილიამსიც აკლდა, რომლის ადგილიც სასტარტო ხუთეულში ჯეი-ჯეი ბარეამ დაიკავა.

რაც შეეხება ფაჩულიას, ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე 14 წუთით გამოჩნდა, რის განმავლობაშიც 2 ქულა და 1 მოხსნა
დააგროვა.

დალასელთაგან ერთბაშად 8 კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან ყველაზე მეტი - 15 ქულა რეიმონდ ფელტონმა მიითვალა. სასტარტო ხუთეულში ცენტრის პოზიციაზე მოთამაშე სალაჰ მეჯრიმ მოედანზე 7 წუთი გაატარა და 2 ქულას, 2 მოხსნას და 1 პასს დასჯერდა.

35 მოგებითა და 38 წაგებით "დალასი" დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 29 მარტს სტუმრად "დენვერთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
სხვების არ ვიცი მაგრამ მე პირადად მოტყუებულად ვგრძნობ თავს.
0
ფაჩულიას სეციალურად არ ათამაშებენ ეს ვირთხები, კაცი პლეიოფამდე იანვრის თვეში 11,7 მოხსნას და 10,4 ქულას აკეთებდა ესენი კიდე ადგნენ და ტაქტიკა შეცვალეს ვითომ. ნბა-ს მამებს არ უნდოდათ ვიღაც ქართველი ეგრე გაქაჩულიყო, კაცი კაზინს უსწრებდა ხმებით ხოდა ზაზა დასვეს, ხვდებაც კიდეც რო გავარდნენ უბრალოდ ზაზაზე მწყდება გული
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული