- ზაზა ფაჩულია სასტარტოში და "დალასი" დრამატულ მატჩში იგებს [VIDEO]
გამოცემა "დალასნიუსი" აქვეყნებს მცირე პუბლიკაციას, რომელიც "ოკლაჰომას" ცენტრის, სტივენ ადამსის კომენტარებითაა გაჯერებული. იგი მეტოქე ცენტრებზე, ზაზა ფაჩულიასა და სალაჰ მეჯრიზე ლაპარაკობს.
აი, თარგმანიც: "ახალზელანდიელი ადამსი საინტერესო პიროვნებაა. მას ცხოვრებაზე, კალათბურთზე თავისი განსხვავებული შეხედულებები აქვს. ...მოწინააღმდეგეებზეც:
- ზაზა ფაჩულია სასტარტოში, ეს იმას ნიშნავს, რომ ცოტა მეტს ესვრის. იგი თითქოს მსუბუქი ფორვარდია,
ფაჩულია ფიზიკურად უფრო ღონიერია, ვიდრე მეჯრი...
- დიახ, ზაზა გაცილებით დიდი გაბარიტებისაა. ნახეთ მისი თავი? დიდი თავი აქვს. არადა, ჩემი თანაგუნდელები მე დამცინიან, რამხელა თავი გაქვსო...
აი, რას ამბობს სტივენ ადამსი სალაჰ მეჯრის შესახებ:
- იცით, საიდან მოვიდა? მე არ ვიცი. ალბათ, არსაიდან. ერთი, რაც შევამჩნიე, მეჯრი ემოციური ბიჭია და ძალიან უყვარს ლაპარაკი, თამაშისას მიდის და თან მელაპარაკება, ოღონდ მის ერთ სიტყვასაც ვერ ვიგებ. მომომომო - მისგან მხოლოდ ეს მესმის".