ზაზა ფაჩულია NBA-ს კემპს 27 სექტემბრიდან იწყებს

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ ახლახან წარმატებით დაასრულა ევრობასკეტ 2017-ის საკვალიფიკაციო ტურნირში - საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეოთხედ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ახლა ზაზასთვის საკლუბო სეზონი იწყება.

ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" ახალწვეულია, გუნდის სავარჯიშო კემპი ოკლენდში 27 სექტემბრიდან იწყება. კემპზე 19 კალათბურთელია მიწვეული, რომელთაგანაც სეზონში მხოლოდ 15 მოხვდება ძირითად, აქტიურ განაცხადში. წესებით კიდევ ორი კალათბურთელი შესაძლებელია არააქტიურ განაცხადში მოხვდეს.

ბუნებრივია, ზაზა ფაჩულიას განაცხადში მოხვედრისთვის ბრძოლა არ ესაჭიროება, მას გარანტირებული კონტრაქტი აკავშირებს "გოლდენ სტეიტთან" და ახალ სეზონში ის გუნდის სასტარტო ცენტრფორვარდად მოიაზრება.

"გოლდენ სტეიტში" განაცხადის 14 მონაწილე
უკვე ცნობილია, დანარჩენებს კი კემპზე თავის გამოჩენისთვის რამდენიმე კვირა აქვთ, რომ მე-15 პოზიციაზე მოხვდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული