გიორგი შერმადინის 19 ქულა და ბექა ბურჯანაძის 18-ქულიანი დებიუტი "ანდორაში"

AutoSharing Option
ესპანეთის უმაღლესლიდელ "ანდორაში" დებიუტი ჰქონდა ბექა ბურჯანაძეს. ანდორელებმა ესპანეთის ქალაქ პლატხადაროში დახურული ტიპის შეხვედრა გამართეს რუსეთის ერთ-ერთ წამყვან გუნდ სანკტ-პეტერბურგის "ზენიტთან". მატჩი სტუმართა 9-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა.

ანდორელთა შემადგენლობაში საუკეთესონი იყვნენ ქართველი ლეგიონერები. ბურჯანაძემ 20 წუთში 18 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა, ხოლო გიორგი შერმადინმა 25 წუთში - 19 ქულა და 8 მოხსნა.

შეგახსენებთ, რომ შერმადინი "ანდორაში" გასულ სეზონშიც გამოდიოდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, ბურჯანაძე კი კლუბს სეზონთშორის პერიოდში შეუერთდა. მან წინა სეზონი რანგით მეორე ლიგის კლუბ "ლეიმა ბასკეტში" გაატარა,
სადაც გუნდის ბომბარდირი გახლდათ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული