ჟურნალისტებთან ინტერვიუში მან "გოლდენ სტეიტთან" ერთად სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკა: "ჩემი სურვილია, კარიერაში წინსვლა. გასული სეზონი ჩემთვის საუკეთესო იყო ამერიკულ კარიერაში.
ახლა კი ვფიქრობ, რომ ჩემი თამაშის სტილი კარგად ერგება "გოლდენ სტეიტის" კალათბურთს. სწორედ ეს იყო მთავარი, რის გამოც ავირჩიე აქ თამაში. ჩემი მიზანია, გუნდთან ერთად NBA-ს ჩემპიონი გავხდე".