თორნიკე შენგელიას 19 ქულა 20 წუთში და გამარჯვება "მონბუსთან"

AutoSharing Option
ესპანური ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ქართველმა ლიდერმა თორნიკე შენგელიამ სეზონი შედეგიანი თამაშით გახსნა და "ლაბორალ კუჩას" გასვლითი გამარჯვება მოაპოვებინა. ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ვიტორიული გუნდი სტუმრად "მონბუსს" შეხვდა და თორნიკე შენგელიასა და ამერიკელი შეინ ლარკინის დამაჯერებელი თამაშის წყალობით იოლი გამარჯვება მოიპოვა - 92:76.

შენგელიამ სათამაშო მაისურის ნომერი შეიცვალა და 7-ის ნაცვლად 23 ნომერია. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა შეცვლაზე შესულმა მეტოქეს დიდი თავსატეხი გაუჩინა. შენგელია შეუჩერებელი გახლდათ და 20 წუთში თავი 19 ქულას, 4 მოხსნას და 2 ჩაჭრას
მოუყარა. თორნიკემ 9-დან 7 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

მას მარგი ქმედების კოეფიციენტით ვიტორიელთაგან მხოლოდ შეინ ლარკინმა გაასწრო, რომელმაც 27 წუთში 19 ქულა, 8 პასი და 6 მოხსნა მიითვალა. ლარკინმა გასული 3 სეზონი NBA-ში - "დალასში", "ნიუ იორკსა" და "ბრუკლინში" გაატარა. კიდევ ერთმა NBA-ში გამობრძმედილმა მოთამაშემ, ანდრეა ბარნანიმ 16 წუთი ითამაშა და "ლაბორალ კუჩას" 7 ქულით, 3 მოხსნითა და 2 პასით შეეწია.

მომდევნო ტურში, 7 ოქტომბერს, "ლაბორალ კუჩა" "მურსიას" უმასპინძლებს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძაან მაგარი კაცი ხარ!!!! წარმატებები
დათო
00:56 03-10-2016
0
ეგრე განაგრძე თოკო!
სოსო
11:50 03-10-2016
0

სიახლეები პოპულარული