მაიკლ დიქსონის 15 ქულა და აეკ-ის იოლი გამარჯვება

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების უკანახაზელის მაიკლ დიქსონის აეკ-ი წინასასეზონო მზადებას განაგრძობს.

ათენელებმა მორიგი სპარინგ-მატჩი თანაქალაქელ, დაბალლიგელ აენკ-სთან ჩაატარეს და დამაჯერებლად იმარჯვეს - 85:56. აეკ-ელთა სლოვენიელმა მწვრთნელმა იურე ზდოვცმა განაცხადში შეყვანილ ყველა მოთამაშეს მისცა თავის გამოჩენის საშუალება.

აეკ-მა მეტოქეს ყველა, ოთხივე პერიოდი მოუგო, საბოლოოდ კი 29 ქულიანი სხვაობით დაჯაბნა.

დიქსონი სასტარტო ხუთეულში იყო და ამერიკელ მძიმე ფორვარდ ჯავად უილიამსთან ერთად 15 ქულით მატჩის თანაბომბარდირი გახდა. საბერძნეთის ჩემპიონატი 7 ოქტომბერს დაიწყება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული