- თორნიკე შენგელიას 19 ქულა 20 წუთში და გამარჯვება "მონბუსთან"
შენგელიას გარჯა დაუფასდა. "ბასკონიას" ქართველი ლეგიონერი პირველი ტურის საუკეთესოთა შორის დაასახელეს. Eurobasket.com-მა ტოპ-ათეული შეადგინა, სადაც თოკოს მე-7 ადგილი არგუნა.
მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და თანაგუნდელთაგან მხოლოდ ამერიკელ შეინ ლარკინს ჩამორჩა, რომლის მონაგარიც 19 ქულა, 6 მოხსნა და 8
გასაკვირი არ ყოფილა, რომ სიმბოლურ ათეულში ლარკინიც მოხვდა და მას მე-6 პოზიცია ერგო. პირველი სამეული ასე დაკომპლექტდა: 1. ლუკა ზორიჩი ("სევილია") – 22 ქულა, 11 მოხსნა. 2. ანტე ტომიჩი ("ბარსელონა") – 13 ქულა, 11 მოხსნა. 3. ბოსტიან ნახბარი ("სევილია") – 30 ქულა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"