ნიკა მეტრეველისა და "იუვეს" პირველი გამარჯვება სერია A-ში

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს პირველ ტურში ნიკა მეტრეველის "იუვეკასერტამ" შარშანელ ფინალისტ "რეჯიო ემილიას" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 78:75 დაამარცხა.

ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 7 წუთი დაყო და 2 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. ნიკამ ორქულიანი ზუსტად სტყორცნა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.

მასპინძლებს პოლონეთის ნაკრების წარმომადგენელმა ალექსანდერ ჩიზმა ულიდერა, რომელმაც 26 ქულა და 8 მოხსნა მოაგოვა. "რეჯია კაზერტა" მე-2 ტურის შეხვედრას 9 ოქტომბერს, სტუმრად "ვარეზესთან" ჩაატარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე ეს რატო არ იყო ნაკრებში?
sabonis
11:06 04-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული