ზაზა ფაჩულიას გამარჯვება და ყველაზე მეტი მოხსნა "გოლდენ სტეიტში"

AutoSharing Option
7 ოქტომბერს ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" მორიგი საჩვენებელი მატჩი გამართა.

"გოლდენ სტეიტი" "საკრამენტოს" ესტუმრა და ანგარიშით 105:96 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე სულ 17.35 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 4 ქულა, 3 პასი და 6 მოხსნა მიითვალა. მან 4-დან 2 ორიანი ჩააგდო, ბურთი კი ორჯერ დაკარგა.

აღსანიშნავია, რომ "გოლდენ სტეიტში" ყველაზე მეტი მოხსნა სწორედ ზაზა ფაჩულიამ მოაგროვა.

რაც შეეხება შეხვედრის მექულეებს, ყველაზე მეტი კევინ დურანტმა მოაგროვა, მან ანგარიშზე 25 ქულა ჩაიწერა. 

მომდენო მატჩს "გოლდენ სტეიტი"
15 ოქტომბერს "დენვერთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ზაზა ლიდერი, ყველანაირად მოწესრიგებული პიროვნება ბრძანდებით. გისურვებთ წარმატებას და პირად ბედნიერებას. თქვენთვის ნბას ბეჭედი გვსურს სრულიად საქართველოს...
ჯონი
12:39 08-10-2016
0
მიდი ზაზა, ჯოიზაზა!
bavaria
13:58 07-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული