ზაზა ფაჩულიას გამარჯვება და ყველაზე მეტი მოხსნა "გოლდენ სტეიტში"
ეს თამაში კარგი ტესტი იყო სწორედ ქართველი ცენტრისათვის, რომელსაც ხშირად უჭირს "კინგსის" ცენტრ დემარკუს კაზინსთან თამაში. ამჯერადაც, კაზინსმა მოიგო დუელი, მან 21 წუთში 20 ქულა ჩააგდო, თუმცა ზაზას გუნდმა იმარჯვა.
ფაჩულიასთვის კარგი შანსი იყო, დაცვაში თავი გამოეცადა ახალი გუნდის შემადგენლობაში, რადგან კაზინსი
"ზაზამ "გოლდენ სტეიტში" ენდრიუ ბოგუტი შეცვალა, რომელიც უფრო მაღალი და უკეთესი დამცველია, ზაზა კი მეტოქეების წინააღმდეგ უფრო შემართებასა და ენერგიას იყენებს ფარქვეშ. ეს კი ხშირად საკმარისი არ იყო, კაზინსი ალტერნატიულ გზებს ეძებდა, პოულობდა კიდევაც", - წერს csnbayarea.com.
"მასთან თამაშში მთავარია, ჭკვიანურად გაისარჯო. კაზინსის წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია აქამდეც, ის ძალიან ნიჭიერია. უბრალოდ, უნდა გაურთულო ცხოვრება, იოლად არაფერი დაუთმო. ის ისვრის ახლოდანაც და შორი მანძილიდანაც. აუცილებელია, საქმე ისე გაუხადო, რომ აქეთ ჰქონდეს თავი დასაცავი.
ყველაფერს ვერ ვიტყვი, რაც საჭიროა მის წინააღმდეგ თამაშისას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომდევნო ჯერზე უკეთესად ვეთამაშები", - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.
სხვათა შორის, კალენდარი ისეა შედგენილი, რომ "საკრამენტოს" "გოლდენ სტეიტი" 8 იანვრამდე საერთოდ არ ხვდება.