შერმადინისა და ბურჯანაძის 14-14 ქულა და გამარჯვება ესპანეთში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დასაწყისიც ასეთი უნდა: გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის დიდი თანამონაწილეობით "ანდორამ" ესპანეთის ჩემპიონატის პირველ მატჩში რამდენიმე დღის წინ "ბარსელონას" ძლევით სუპერთასის მომგები "გრან კანარია" დაამარცხა.

ანდორელები პირველ ტურში ისვენებდნენ, ესპანეთის ჩემპიონატში მეორე ტურიდან ჩაერთვნენ და ქართველების დახმარებით საამაყო ანგარიშიც დააფიქსირეს.

ფრედ დასრულებული პირველი მეოთხედის შემდეგ ანდორელებმა 20:34 წააგეს მეორე და დიდ შესვენებაზე 14 ქულით ჩამორჩებოდნენ. მასპინძლებმა დიდებულად ითამაშეს მეორე ნახევარი და მომდევნო მეოთხედები შესაბამისად 25:15
და 29:17 იმარჯვეს. გუნდური თამშით, რაშიც მნიშვნელოვან რგოლს ქართველები წარმოადგენდნენ, "ანდორამ" 97:89 დაამარცხა "გრან კანარია" და ჩემპიონატი ამაღლებულ ნოტზე დაიწყო.

Sportall.Ge

შერმადინმა მოედანზე 23:26 წუთი გაატარა და 14 ქულა, 5 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 6 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 22 ერთეული შეადგინა, რაც 4-ით ნაკლებია ამ ნიშნით ანდორელთაგან საუკეთესო ოლივერ სტევიჩთან შედარებით.

ბექა ბურჯანაძემ სნაიპერული თვისებები გამოავლინა. ის 13:10 წუთით გამოჩნდა მოედანზე და თავი 14 ქულას მოუყარა. ბექამ 7-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულას ბურჯანაძემ 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაყოლა.

მომდევნო, მე-3 ტურის მატჩს ანდორელები კვლავ შინ, 9 ოქტომბერს "ხუვენტუდთან" გამართავენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
მკლავჭიდი ალბად არ შედის სპორტის სახეობაში :))))
პირველი შემთხვევა არ არის რომ არაფერს იძახიან მკლავჭიდის შესახებ
არადა საამაყო ბიჭები გვყავს ყველა წონით კატეგორიაში!!!
gaga
00:22 08-10-2016
0
ეს ძალიან კარგი, მაგრამ ქართველმა მკვლავჭიდელებმა რა დააშავეს, არაფერს რომ წერთ?
zurab
19:39 07-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული