Basket-infos: თუ ფაჩულიამ ასე გააგრძელა, "გოლდენ სტეიტს" მოთმინების ფიალა აევსება

AutoSharing Option
საიტი basket-infos.com "გოლდენ სტეიში" ზაზა ფაჩულიას თამაშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ ფაჩულიამ თამაში ასე გააგრძელა, ძირითადში ადგილს დაკარგავს.

"იმ საქმეს, რომლისთვისაც "გოლდენ სტეიტმა" ზაზა ფაჩულია იყიდა, კალათბურთელი თავს ჯერ სათანადოდ ვერ ართმევს. თუ ასე გაგრძელდა და მან არ მოუმატა, კალიფორნიელებს მოთმინების ფილა აევსებათ და მას ჯაველ მაკგით ან ანდერსონ ვარეჟაოთი ჩაანაცვლებენ", - წერს საიტი.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს "გოლდენ სტეიტმა" საგამოფენო მატჩი გამართა და "საკრამენტო" სან ხოსეში 105:96 დაამარცხა. ფაჩულიამ ამ თამაშში 17 წუთში 4 ქულას, 6 მოხსნასა და 3
პასს მოუყარა თავი.

- ზაზა ფაჩულიას გამარჯვება და ყველაზე მეტი მოხსნა "გოლდენ სტეიტში"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ზაზა თამაშობს ნბაში მრავალი წელია, ეს იმას ნიშნავს რომ ის არი მსოფლიო უმაღლესი დონის კალათბურთელი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ მათთვის ვინც კალათბურთის არაფერი ესმის, საშუალო დონის მოთამაშე ნბაში ამდენი წელი ვერ და არ ითამაშებს, არავის არ სჭირდება ნბაში საშუალო დონის კალათბურთელი მითუმეტეს ამდენი წელი არცერთი გუნდი არ გააჩერებს საშუალო დონის კალათბურთელს, ეს ყველამ უნდა დაიმახსოვროს ერთხელ და სამუდამოდ, მას ყველა უმაღლესი დონის სპეციალისტი ამერიკაში თვლის როგორც ერთ ერთ ყველაზე დაუფასებელ მოთამაშედ ნბაში, არადა ამერიკელებს ჰყავთ თუ ჰყავთ უმაღლესი დონის სპეციალისტები კალათბურთში, ზაზას მთელი მსოფლიოს საკალათბურთო ოჯახი აფასებს და უყვართ.
ხვიჩა
11:07 11-10-2016
0
http://www.flashscore.com/match/fy72b3Wd/#player-statistics;2

ამ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ გოლდენის წინა ცენტრის სტატისტიკა საკრამენტოსთან.
levani
01:28 09-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული