ვიქტორ სანიკიძემ საბერძნეთის სუპერლიგის პირველსავე ტურში მძიმე ტრავმა მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საბერძნეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ქართველმა ფორვარდმა ვიქტორ სანიკიძემ ფეხის მძიმე ტრავმა მიიღო.

ქართველი კალათბურთელის გუნდი "არისი" "ტრიკალას" მასპინძლობდა და მეტოქე ანგარიშით 75:65 დაამარცხა, თუმცა შეხვედრის მიწურულს სანიკიძემ ფეხი დაიზიანა და მოედნიდან საკაცით გახდა გასაყვანი. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დრო დასჭირდება სანიკიძის რეაბილიტაციას.

ვიქტორმა "ტრიკალასთან" მატჩში მოედანზე 19 წუთი დაჰყო და 3 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. სანიკიძე1მ ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 ჯარიმა მიიღო და მეტოქეებიც მასზე 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

მომდევნო ტურში, 15 ოქტომბერს "არისი" სტუმრად "აგორას" შეხვდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული