თორნიკე შენგელიას 11 ქულა და მარცხი ოვერტაიმში "ბარსელონასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" კატალონიაში "ბარსელონასთან" დამატებით დროში წააგო.

პირველი ტაიმი ბასკურმა გუნდმა 6 ქულით წააგო, თუმცა მეორე ზუსტად ასეთი სხვაობით მოიგო და მატჩის ძირითადი დრო ფრედ - 84:84 დასრულდა.

დამატებით დროში ბარსელონელებმა თავისი გაიტანეს და ბასკონიელები საბოლოოდ 98:92 დაამარცხეს.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 9-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 სამიანი ჩააგდო. საბოლოოდ შენგელიამ 11 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.

ვიტორიელთაგან 10 ქულით, 10 მოხსნით და
პასით საუკეთესო ადამ ჰანგა გახლდათ, ხოლო ანდრეა ბარნანიმ ბასკურ კლუბს 18 ქულა შესძინა. "ბარსელონაში" 24 ქულით ჯასტინ დოლემანი გამოირჩა, 20 ქულა კი ტირის რაისმა დააგროვა.

3 ტურის შემდეგ "ბასკონიას" 2 მოგება აქვს. მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი 16 ოქტომბერს, შინ შერმადინი-ბურჯანაძის "ანდორასთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული