შერმადინმა და ბურჯანაძემ "ანდორასთან" ერთად მეორე გამარჯვება მოიპოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბექა ბურჯანაძისა და გიორგი შერმადინის "ანდორამ" ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. მეორე ტურის მატჩში ანდორელებმა "ხუვენტუდს" უმასპინძლეს და 19 ქულის სხვაობით - 92:73 სძლიეს.

გიორგი შერმადინმა 19 წუთი ითამაშა და 10 ქულასთან ერთად 6 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 პასი დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინმა 4 ჯარიმა მიიღო, მეტოქეები კი მასზე 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბურჯანაძემ კი მოედანზე ძალიან აქტიური 11 წუთი გაატარა, რა ხნის განმავლობაშიც 3-დან 2 ორქულიანი, 5დან
1 სამიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ბექამ საბოლოოდ 8 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა. ანდორელებს შორის 20 ქულით დევიდ იელინეკი გამოირჩა, 18 ქულა კი ნაჩო მატინმა მიითვალა.

2-დან 2 გამარჯვებით "ანდორა" ლიდერთა შორისაა. მომდევნო მატჩს "ანდორა" 16 ოქტომბერს, ვიტორიაში, თორნიკე შენგელიას "ბასკონიასთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული