მაიკლ დიქსონი "აპოლონთან" მატჩში საუკეთესო გახდა

AutoSharing Option
მაიკლ დიქსონის წარმატებული ბერძნული ოდისეა გრძელდება. საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელი წევრი ათენის აეკ-ში ლიდერად ჩამოყალიბდა და ყოველ მატჩში ამას ამტკიცებს.

საბერძნეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ათენელები "აპოლონ პატრასს" ესტუმრნენ და დამაჯერებლად - 77:59 დაამარცხეს.

მაიკლმა მოედანზე 25:26 წუთი დაჰყო და 19 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 3-ვე ორქულიანი, 4-ვე საჯარიმო და 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. დიქსონი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

მე-2 ტურის მატჩს
აეკ-ი 15 ოქტომბერს, შინ "ლავრიოსთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული