ვიქტორ სანიკიძეს სასწრაფოდ ოპერაცია გაუკეთეს და სავარაუდოდ, 6 თვე გაუცდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ბერძნული "არისის" ფორვარდმა ვიქტორ სანიკიძემ საბერძნეთის ჩემპიონატის პირველსავე ტურში მუხლის ტრავმა მიიღო, სერიოზული დაზიანება აღმოაჩნდა და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. სანიკიძეს "სენტ ლუკის" სახელობის კლინიკაში ოპერაცია ნიკ ჰუდმა გაუკეთა.

ქართველი კალათბურთელის გუნდი "არისი" "ტრიკალას" მასპინძლობდა და მეტოქე ანგარიშით 75:65 დაამარცხა, თუმცა შეხვედრის მიწურულს სანიკიძემ ფეხი დაიზიანა და მოედნიდან საკაცით გახდა გასაყვანი.

"ყველა არისელი ვიქტორის გვერდითაა. ვუსურვებთ მას რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელებას", - ნათქვამია გუნდის ოფიციალურ განცხადებაში.

ზუსტად რა დრო დასჭირდება მკურნალობასა და რეაბილიტაციას, ამის შესახებ ზუსტად ჯერ თვით
ნიკ ჰუდიც ვერ იტყვის. წინასწარი ვარაუდით, სანიკიძეს ექვსი თვე გაუცდება.

ჩვენც ვუსურვოთ მალე გამოჯანმრთელება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაც შეიძლება სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ვიქტორს . თუმც ისეთ ექიმს გაუკეთებია ოპერაცია , რომ სხვანაირად არც შეიძლება. რაინდ რობინ ჰუდის შთამომავალ ექიმს ეგეთები არ შეშეშლება ))). წარმატებები ვიქტორ სანიკიძეს.
ბესო72
11:41 11-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული