ზაზა სასტარტო არ იქნება? - "გოლდენ სტეიტში" შეიძლება სასტარტო ცენტრი შეიცვალოს

AutoSharing Option
sportsrageous.com-ის ინფორმაციით, "გოლდენ სტეიტ უორიორსის" ბანაკიდან წამოსული ხმების თანახმად, სეზონი სასტარტო ცენტრად თამაში შეიძლება არა ზაზა ფაჩულიამ, არამედ ჯეივილ მაკგიმ დაიწყოს.

მაკგის NBA-ს ანალიტიკოსები და ფანები ხშირად აკრიტიკებენ "დაბალი საკალათბურთო IQ"-ს გამო. წესით, ეს ცენტრი ზაზას შემცვლელის როლს უნდა ეცილებოდეს ანდერსონ ვარეჟაოს, მაგრამ მწვრთნელმა შესაძლოა, ის დააწინაუროს მეტი ათლეტიზმისა და სროლების დაფარების უკეთესი უნარის გამო.

ცოტა ხნის წინათ "გოლდენ სტეიტის" ვეტერანმა ანდრე იგუოდალამ ღიად დაუჭირა მხარი მაკგის დაწინაურებას და ამაზე გუნდის ხელმძღვანელობასაც ელაპარაკა:

"ვესაუბრე ძალიან ბევრ ადამიანს, სპეციალისტებს, კლუბის "ფრონტ ოფისის"
წევრებს. ის ასე სჯობს იმ ბიჭებს, ვისაც გასულ სეზონში ფულს ვუხდიდით". ვიტყვით იმასაც, რომ იგუოდალა და მაკგი "დენვერში" თანაგუნდელები იყვნენ და მეგობრობენ.

ამერიკულ მედიაში "გოლდენ სტეიტის" ცენტრის პოზიციის სისუსტეზე ლაპარაკი მას მერე გაძლიერდა, რაც საგამოფენო თამაშებში ზაზამ დიდად ვერ გამოიჩინა თავი და სპეციალისტების კრიტიკაც დაიმსახურა. თუმცა, მიუხედავად ამ ხმებისა, მაინც სწორედ ქართველი ცენტრფორვარდია სასტარტო ხუთეულში დაწყების მთავარი ფავორიტი.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ზაზა თუ არ დაიწყებს სასტარტოში რეგულარულ სეზონში დიდი არაფერი არ დააკლდება ამით, მთავარია პლეიოფამდე მივიდეს ჯანმრთელი და დასვენებული და მერე აქეთ შეეხვეწებიან სასტარტოში თამაშს. სეზონის წინა გასახურებელ თამაშებში არც უნდა მოიკლას თავი, ძალიან კარგსაც შვება რომ არ იგიჟებს თავს. ის რომ მაკგი ზაზას ჩაანაცვლებს არ მჯერა, ამის თავი რომ ქონოდა მაკგის მაშინ დალასში ჩაანაცვლებდა ზაზას.
ლუკა
18:26 12-10-2016
0
როგორ, სტივენ კერსაც დაბალი IQ აქვს, ზაზას მაკგი რომ ამჯობინოს?
რობერტი
00:26 13-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული