13:30 15-10-2016
ევროლიგა: შენგელიამ გამარჯვების ბურთი საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე ჩააგდო [VIDEO]
AutoSharing Option
ზოგადად, შენგელია ვიტორიელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით თორნიკე თანაგუნდელთაგან მხოლოდ ანდრეა ბარნანის ჩამორჩა. ნბა-ში წლების მანძილზე ნათამაშებმა იტალიელმა ცენტრმა 25 წუთში 26 ქულა მოაგროვა და შენგელიასთან ერთად ვიტორიული კლუბის გამარჯვებაში უმთავრესი როლი შეასრულა.
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29:50 წუთი გაატარა. შენგელიამ 9-დან 7 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამინი კი ააცილა. საერთო ჯამში, თორნიკემ 16 ქულა, 9 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 ჯარიმა მიიღო, ხოლო ოპონენტები მასზე 6-ჯერ დაჯარიმდნენ. აქედან მე-6 ჯარიმა სტამბოლელებმა საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე მიიღეს.
ვიტორიელთა მწვრთნელმა, სიტო ალონსომ შენგელია მოედანზე მატჩის დასრულებამდე 2:30 წუთით ადრე დააბრუნა და გადამწყვეტი შეტევაც სწორედ ქართველ ფორვარდზე დაიგეგმა. მწვრთნელი ვახსენეთ და აღსანიშნავია, რომ "ეფესს" ველიმირ პერასოვიჩი სწვრთნიდა, რომელმაც გასული წლები ვიტორიულ კლუბში გაატარა.
მორიგი ტურის მატჩს "ბასკონია" 21 ოქტომბერს კაუნასში, "ჟალგირისთან" გამართავს. აღსანიშნავია, რომ ახალი ფორმატის თანახმად, ევროლიგაში ჯგუფები აღარაა და ტურნირის მონაწილე 16 გუნდი ერთ ჯგუთშია გაერთიანებული. შესაბამისად, ყველა ყველას ეთამაშება და 2 წრის შემდეგ 8 საუკეთესო პლეი ოფში გავა.
gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული