დუდა სანაძემ "ტაიფუნთან" 17 ქულა მიითვალა

AutoSharing Option
სლოვენიის უმაღლესი ლიგის მეორე ტურში რთული გასვლითი გამარჯვება მოიპოვა დუდა სანაძის "პრიმორსკამ". დომჟალელები სტუმრად, ქალაქ სენტურში "ტაიფუნს" შეხვდნენ და დამატებით 5-წუთეულში 86:75 დაამარცხეს.

გამარჯვების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ქართველი ლეგიონერი გახლდათ. სანაძეს თამაში სასტარტო ხუთეულში არ დაუწყია, თუმცა მოედანზე 26 წუთი გაატარა და ნიკოლა გაიჩის (25 ქულა) შემდეგ დომჟალელთაგან საუკეთესო მექულე გახდა.

სანაძემ 10-დან 5 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მოგროვებულ 17 ქულას დუდამ 6 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მოაყოლა. სანაძენ ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 ჯარიმა
მიიღო და მეტოქეებმა მასზე 3-ჯერ დაარღვიეს წესები.

2-დან 2 გამარჯვებით "პრიმორსკა" ლიდერთა შორისაა. მომდევნო მატჩს დომჟალელები შინ, 22 ოქტომბერს, "როგაშკა სლატინასთან" გამართავენ.

gbf.ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული