Santa Cruz Sentinel: რას იზამს ფაჩულია მოზგოვზე უკეთესი ცენტრების წინააღმდეგ?

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას კარგი თამაში "ლეიკერსის" წინააღმდეგ შეუმჩნეველი არ დარჩენილა ამერიკული მედიისათვის. შეგახსენებთ, რომ საგამოფენო მატჩში ზაზამ "გოლდენ სტეიტს" 11 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მოუტანა.

ფაჩულიას საუკეთესო მატჩი "გოლდენ სტეიტში" და "დაჩაგრული" მოზგოვი [VIDEO]

აი, რას წერს Santa Cruz Sentinel:

"ზაზა ფაჩულიას 11 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი აღნიშვნის ღირსია. მართალია, ქართველი დაფარებების ოსტატი არ არის და ფარზემოთ თამაშშიც მოიკოჭლებს, მაგრამ ფაჩულია უკვე აჩვენებს, რომ გუნდს კარგად შეეწყობა.

"ლეიკერსთან" ის ძალიან აქტიური იყო, ფარქვეშ
კარგად ითამაშა, ის ასევე კარგად ამჩნევდა თავისუფალ პარტნიორებს. მოკლედ, მას ნაყოფიერი საღამო ჰქონდა.

მაგრამ ზაზა ეთამაშა გუნდს, რომელსაც გამორჩეული "დიდი" არ ჰყავს (არა გვგონია, "დოლარ მენი" ტიმოფეი მოზგოვი ასეთად ითვლებოდეს). კითხვა რჩება, რამდენად კარგად ითამაშებს ფაჩულია უკეთესი გუნდების წინააღმდეგ, რომელთაც ათლეტური ცენტრები ჰყავთ".

20 ოქტომბერს "გოლდენ სტეიტი" კვლავ "ლეიკერსს" ეთამაშება, 22-ში "პორტლენდს" და ამით წინასასეზონო მზადება დასრულდება. 26 ოქტომბერს NBA-ს სეზონის პირველ მატჩში "გოლდენ სტეიტი" "სან ანტონიოს" ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვერ გავიგე, "ათლეტური ცენტრების" წინააღმდეგ ჯერ არ უთამაშია? კარგ სეზონს ვუსურვებ ზაზას, და ევრო-2017ზე წარმატებას.
alexandre
10:19 18-10-2016
0
უბრალოდ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ ამ ყველაფერს რა ზაზი დაამტკიცებს თამაშით!
svani
19:32 17-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული