ჩემპიონთა ლიგა. მაიკლ დიქსონმა "შოლნოკთან" 7 ქულა მიითვალა

AutoSharing Option
ევროლიგის კონკურენტი ტურნირი ჩემპიონთა ლიგა, რომელიც ფიბა-მ შექმნა და მასში მთელი ევროპა (გარდა 16 გრანდი გუნდისა) ჩართო, დაიწყო.

გუშინ ტურნირშო მაიკლ დიქსონის აეკ-ი ჩაერთო, რომელმაც საშინაო მატჩში უნგრული "შოლნოკი" 92:49 გაანადგურა. დიქსონი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 18:56 წუთში კი 7 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

მაიკლმა 7-დან 2 ორქულიანი და 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, არ დაჯარიმებულა და ბურთიც არ დაუკარგავს. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი ცხრას გაუტოლდა.

მომდევნო მატჩს აეკ-ი 25 ოქტომბერს, სტუმრად,
ბელგიურ "პროქსიმუს სპირუსთან" ჩაატარებს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული