გიგა ჯანელიძის "ავრორა" სერია A-სკენ დაიძრა

AutoSharing Option
იტალიის რიგით მეორე ლიგაში წარმატებით გამოდის გიგა ჯანელიძის "ავრორა ბასკეტი". სამი ტურის შემდეგ მას სამი მოგება აქვს და თავის ჯგუფში პირველ ადგილზეა.

ამ სეზონში იტალიაში შეჯიბრების ფორმატი შეიცვალა: მეორე ლიგის 16 გუნდი ორ ჯგუფადაა გაყოფილი. "ავრორა" პირველ ჯგუფშია.

მესამე ტურში ჯანელიძის თანაგუნდელებმა "იმოლას" უმასპინძლეს და 72:69 დაამარცხეს. გიგა მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 15 წუთი გაატარა. დროის ამ მონაკვეთში მან 2 სამქულიანი სტყორცნა, მატჩი 3 ქულითა და 4 მოხსნით დაასრულა.

"ავრორა" მომდევნო შეხვედრას 23 ოქტომბერს სტუმრად "კიეტისთან" გამართავს.

(იბეჭდება
მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული