ზაზა ფაჩულიას ბოლო საგამოფენო მატჩი და გამარჯვება "გოლდენ სტეიტში" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ "გოლდენ სტეიტის" რიგებში მორიგი მატჩი ჩაატარა.

21 ოქტომბერს, "გოლდენ სტეიტმა" სეზონისწინა ბოლო საგამოფენო შეხვედრა საკუთარ მოედანზე "პორტლენდთან" გამართა და ანგარიშით 107:96 (32:37, 25:19, 33:16, 17:24) გაიმარჯვა. თამაშში გადამწყვეტი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც ფაჩულიას გუნდმა 17-ქულიანი უპირატესობით მოიგო.

ქართველმა ცენტრმა კვლავაც სასტარტო ხუთეულში ითამაშა და თავის გუნდს 19 წუთში მოპოვებული 4 ქულით და 6 მოხსნით დაეხმარა.

"გოლდენ სტეიტის" რიგებში ყველაზე შედეგიანი კი სტეფ კარი გახდა, რომლის ანგარიშზე 35 ქულაა. 28 ქულა ჩააგდო კევინ დიურანტმა.

ამ
შეხვედრით "გოლდენ სტეიტმა" სეზონისთვის მზადება დაასრულა და 25 ოქტომბერს, NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის პირველ მატჩში "სან ანტონიოს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული