დუდა სანაძემ სლოვენიის ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა

AutoSharing Option
სლოვენიის ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა დუდა სანაძემ, თუმცა მისმა "პრიმორსკამ" დასანანი, ერთქულიანი მარცხი განიცადა.

დომჟალელებმა "როგასკას" უმასპინძლეს და 65:66 დამარცხდნენ. ქართველი ლეგიონერი ნიკოლა გაიჩთან ერთად ზღვისპირელთა ბომბარდირი გახდა.

სანაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 20:29 წუთში კი 15 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა, რითაც ნიკოლა გაიჩთან ერთად თანაბომბარდირობა გაიყო. დუდამ 2-დან 1 ორქულიანი, 8-დან 4 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 5 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

3 მატჩიდან 2 მოგებით
სანაძის გუნდი მე-3 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა დომჟალელებს 26 ოქტომბერს, სტუმრად "კრკასთან" ელის.

gbf.ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული