ბექა ბურჯანაძის საუკეთესო მატჩი ესპანეთში და გამარჯვება "ბილბაოსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბექა ბურჯანაძის საუკეთესო მატჩი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში.

"მორაბანკ ანდორამ", რომლის ღირსებასაც ბურჯანაძე და გიორგი შერმადინი იცავენ, ესპანური ლიგის ლიდერ "ბილბაოს" უმასპინძლა და სეზონის პირველი მარცხი აგემა. ქართველი კალათბურთელების შედეგიანობით ანდორელებმა ძლიერი სტუმარი 85:81 დაამარცხეს.

ბურჯანაძე სარგებლიანობის კოეფიციენტით, რამაც 22 ერთეული შეადგინა, ანდორელთაგან საუკეთესო იყო. ბექა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე მთლიანობაში 20:14 წუთი გაატარა, რაც საკმარისი გამოდგა საიმისოდ, რომ საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 5 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 4 სამიანი კი ააცილა. 16 ქულას ბურჯანაძემ
3 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასი მოაყოლა.

ბურჯანაძის შემდეგ ანდორელთაგან საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით (17) გიორგი შერმადინი მოდის. ქართველმა ცენტრმა 9 ქულა, 8 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შერმადინმა 3-დან 3 ორქულიანი 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ საფინალო სირენამდე ათიოდ წამით ადრე, ანგარიში საყაიმო (81:81) გახლდათ, როდესაც სტუმრები შერმადინზე არასპორტულად დაჯარიმდნენ, ქართველმა ლეგიონერმა კი ორივე საჯარიმო ჩააგდო და რადგან ბურთიც მასპინძლებს დარჩათ, მათ საქმე გამარჯვებამდე იოლად მიიყვანეს.

"მორაბანკ ანდორა" ტურის სხვა მატჩების დასრულებამდე, თორნიკე შენგელიას "ბასკონიასთან" ერთად, მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს, მომდევნო მატჩი კი 30 ოქტომბერს სტუმრად "ვალენსიასთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული