მაიკლ დიქსონი "კიმისთან" მატჩში MVP გახდა

AutoSharing Option
მაიკლ დიქსონის მორიგი აღიარება - საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელი კალათბურთელი, რომელიც ბერძნული აეკ-ის ღირსებას იცავს, მორიგი ტურის მატჩში საუკეთესო იყო.

ათენელებმა ამჯერად "კიმისი" დაჩაგრეს, რომელიც სტუმრად 81:55 დაამარცხეს.

გამარჯვებულთა შორის საუკეთესო ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი უკანახაზელი გახლდათ.

დიქსონმა 22.46 წუთი ითამაშა, 18 ქულას (შვიდიდან 3 სამქულიანი, ექვსიდან 4 ორქულიანი, ერთიც საჯარიმო) 5 მოხსნა, ერთი შედეგიანი გადაცემა მიამატა და ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მაღალი (18) ეფექტიანობის კოეფიციენტი ჰქონდა.

სამი ტურის შემდეგ აეკ-ი ბერძენთა საკალათბურთო ლიგას ლიდერობს. ასევე 3 მოგება აქვს პირეოსის
"ოლიმპიაკოსს", მაგრამ მას აეკ-ი ბურთების სხვაობით ჯობნის. მომდევნო მატჩს დიქსონის გუნდი 29 ოქტომბერს გასვლაზე "ტრიკალასთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული