თორნიკე შენგელიას 14 ქულა და გამარჯვება "ხუვენტუდთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიამ მორიგი წარმატებული მატჩი გამართა. ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში "ბასკონია" სტუმრად "ხუვენტუდს" შეხვდა და ქართველი ფორვარდის აქტიური თანამონაწილეობით 90:83 გაიმარჯვა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 27:21 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. თორნიკემ 10-დან 4 ორქულიანი და 10-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ცენტრის მსგავსად, 14 ქულა მოაგროვა "ბასკონიის" გერმანელმა ცენტრმა იოჰანეს ვოიგტმანმა,
რომელმაც 14 ქულას 7 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მოაყოლა. უნგრელმა ადამ ჰანგამ 16 ქულა მიითვალა, ამერიკელმა შეინ ლარკინმა კი ორმაგი დუბლი - 11 ქულა და 10 პასი მიითვალა.

5-დან 4 მოგებით "ბასკონია" მე-2 ადგილზეა. მორიგ ტურში, 30 ოქტომბერს, შენგელიას გუნდი მალაგაში "უნიკახას" დაუპირისპირდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული