შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "გოლდენ სტეიტმა" რეგულარულ სეზონში 73 მატჩი მოიგო და ახალი რეკორდი დაამყარა. მას მერე სასტარტო ხუთეულს კევინ დურანტი და ზაზა ფაჩულია დაემატნენ.
ახალ სეზონში "გოლდენ სტეიტის" სასტარტო ხუთეული ასე გამოიყურება: სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, კევინ დურანტი, დრეიმონდ გრინი და ზაზა ფაჩულია.
ფინალისტს პირველი გამოცდა უკვე პირველ შეხვედრაში ექნება, როცა "გოლდენ სტეიტი" "სან ანტონიოს" მასპინძლობს. ეს შეხვედრა 25 ოქტომბერს გაიმართება.