ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში მისმა "ანდორამ" ლიდერი "ბილბაო" დაამარცხა, რაშიც სოლიდური წილი ქართველებმა, გიორგი შერმადინმა და განსაკუთრებით, ბექა ბურჯანაძემ დაიდეს. ბურჯანაძე, პორტალ Eurobasket.com-ის ვერსიით, ტურის საუკეთესოთა შორის მოხვდა.
ბექა თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20:14 წუთში 16 ქულა, 3 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასი მოაგროვა.
ბექა კლუბს, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წევრი, გიორგი შერმადინი ირიცხება, მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა, თუმცა, გუნდს მოკლე ხანში შეეწყო.
Eurobasket.com-ის ვერსიით, მე-5 ტურის საუკეთესო კალთბურთელთა შორის ქართველი ფორვარდი
მე-10 ადგილზე მოხვდა, პირველი ადგილი კი "ბასკონიაში" თორნიკე შენგელიას გერმანელ თანაგუნდელ იოჰანეს ვოიგტმანს ერგო.
24 წლის გერმანელმა ცენტრმა ბადალონაში "ხუვენტუდთან" მოგებულ (90:83) შეხვედრაში 14 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თავად შენგელიას აქტივში 14 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით