ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს სეზონი მარცხით დაიწყეს [VIDEO]

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" 26 ოქტომბერს, გამთენიისას, NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის პირველი მატჩი გამართა.

"გოლდენ სტეიტმა" "სან ანტონიოს" უმასპინძლა და ყველას გასაკვირად, სტარტი წაგებით დაიწყო. მასპინძლები ანგარიშით 100:129 დამარცხდნენ.

ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე საერთო ჯამში 20.05 წუთი დაჰყო. ფაჩულია შედეგიანობით ვერ გამოირჩა. მის ანგარიშზე 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასია, ბურთი კი სამჯერ დაკარგა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 35 ქულა "სან ანტონიოს" ფორვარდმა კავაი ლეონარდომ ჩააგდო. სტუმართა მეორე ფორვადმა ლამარკუს ოლდრიჯმა კი 14 მოხსნა დააგროვა, რასაც 26 ქულა
მიამატა.

ორმაგი დუბლებით ასევე გამოირჩნენ მასპინძლები - კევინ დურანტმა 27 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო დრეიმონდ გრინმა - 18 ქულა და 12 მოხსნა. სტეფ კარის ანგარიშზე 26 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასია. კლეი ტომპსონმა კი 11 ქულა მიითვალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომდევნო მატჩს "გოლდენ სტეიტი" 29 ოქტომბერს, გამთენიისას, სტუმრად "ნიუ ორლეანთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ძალიან ცუდი შედეგია, მითუმეტეს ამ მაჩვენებელში 3 დაკარგვაა. იმედია გააუმჯობესებს სტატისტიკას ჯერ წინაა მთელი სეზონი.
Zura
10:29 26-10-2016
0
-მდაა...ოქროს ბიჭუნა. "ნეჩევა სკაზაც, ბალშოე რაზაჩევანიე". სამწუხაროა, წაგებაცაა და წაგებაც. 29 ქულა ძალიან ბევრი, ხომ არ არის.
მაპატიეთ.
10:33 26-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული