ცეკვა "მთიულური" "სამეფო გუნდის" ფარქვეშ - შენგელია, ბლაჟიჩი და მადრიდში ძლეული "რეალი" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მნიშვნელობა არ აქვს, გიყვარს თუ არა სპორტი, გაინტერესებს თუ არა კალათბურთი, არის მატჩები, რომლებსაც ყველა ქართველმა უნდა უყუროს. რა სჯობს იმის ცქერას, შენი თანამემამულე ევროპის გრანდის, "რეალის" ფარქვეშ "მთიულურს" რომ ცეკვავს...

შეგიძლიათ განმეორებით ნახოთ გუშინდელი საევროლიგო მატჩის, "რეალი"-"ბასკონიას" ფრაგმენტები და თავადაც ისიამოვნებთ თორნიკე შენგელიას თამაშით.

ფარქვეშ მისი შეჩერება მადრიდელებს ძალიან უჭირდათ. იყო ეპიზოდები, როდესაც ბურთიანად დატრიალებული შენგელია სად ამოყვინთავდა, ვერავინ ხვდებოდა, გარდა ერთისა - თავად შენგელიასი, რომელმაც 27 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. მან 10-დან 5
ორქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

მატჩის ბომბარდირი სლოვენიელი იაკა ბლაჟიჩი გახდა, რომელმაც 21 ქულა მოაგროვა. აქედან 12 ქულა სამქულიანებით. ბოლო ორი სამიანი უკანასკნელ წუთებზე გამოიყენა. ერთ-ერთი მათგანი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა: საფინალო სირენამდე 10 წამით ადრე ფარქვეშ შეიჭრა შეინ ლარკინი, რომელსაც, ალბათ, ჩაგდება უნდა ეცადა, მაგრამ პერიმეტრზე ბლაჟიჩთან აიტანა. იაკამაც მეოთხე სამიანი მოახვედრა მიზანში და - 91:87 სტუმართა სასარგებლოდ.

სამი ტურის შემდეგ "ბასკონიას" 2 მოგება აქვს და 16-გუნდიან ევროლიგაზე მე-6 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ თექვსმეტივე გუნდი ერთმანეთს შინ და სტუმრად ხვდება, ხოლო რეგულარულ ეტაპს პლეი ოფი მოჰყვება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
მაგრები ხარტ რა ასეთ სათაურს რო აწერთ ერთი მომენტი მაინც გეჩვენებინათ შენგელიასი ჩაგდებული ბურთის,
დათო
11:06 26-10-2016
0
ჰაილაითებში შენგელია არ მოხვდა.
ირაკლი
11:34 26-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული