10:57 26-10-2016
ცეკვა "მთიულური" "სამეფო გუნდის" ფარქვეშ - შენგელია, ბლაჟიჩი და მადრიდში ძლეული "რეალი" [VIDEO]
AutoSharing Option
შეგიძლიათ განმეორებით ნახოთ გუშინდელი საევროლიგო მატჩის, "რეალი"-"ბასკონიას" ფრაგმენტები და თავადაც ისიამოვნებთ თორნიკე შენგელიას თამაშით.
ფარქვეშ მისი შეჩერება მადრიდელებს ძალიან უჭირდათ. იყო ეპიზოდები, როდესაც ბურთიანად დატრიალებული შენგელია სად ამოყვინთავდა, ვერავინ ხვდებოდა, გარდა ერთისა - თავად შენგელიასი, რომელმაც 27 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. მან 10-დან 5 ორქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
მატჩის ბომბარდირი სლოვენიელი იაკა ბლაჟიჩი გახდა, რომელმაც 21 ქულა მოაგროვა. აქედან 12 ქულა სამქულიანებით. ბოლო ორი სამიანი უკანასკნელ წუთებზე გამოიყენა. ერთ-ერთი მათგანი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა: საფინალო სირენამდე 10 წამით ადრე ფარქვეშ შეიჭრა შეინ ლარკინი, რომელსაც, ალბათ, ჩაგდება უნდა ეცადა, მაგრამ პერიმეტრზე ბლაჟიჩთან აიტანა. იაკამაც მეოთხე სამიანი მოახვედრა მიზანში და - 91:87 სტუმართა სასარგებლოდ.
სამი ტურის შემდეგ "ბასკონიას" 2 მოგება აქვს და 16-გუნდიან ევროლიგაზე მე-6 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ თექვსმეტივე გუნდი ერთმანეთს შინ და სტუმრად ხვდება, ხოლო რეგულარულ ეტაპს პლეი ოფი მოჰყვება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მაგრები ხარტ რა ასეთ სათაურს რო აწერთ ერთი მომენტი მაინც გეჩვენებინათ შენგელიასი ჩაგდებული ბურთის,
0
0
ჰაილაითებში შენგელია არ მოხვდა.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული