დუდა სანაძის 27 ქულა და გამარჯვება ლიდერთან

AutoSharing Option
დუდა სანაძე აქამდეც გამოირჩეოდა სლოვენიის ჩემპიონატში, თუმცა გასულ ტურში ქართველმა ფორვარდმა მართლაც ბრწყინვალე და თვალშისაცემი შედეგი დააფიქსირა.

სანაძის "პრიმორსკა" ლიდერ "კრკას" ნოვო მესტოში ესტუმრა და ქართველი უკანახაზელის 27 ქულით დაძაბულ ბრძოლაში - 80:78 დაამარცხა.

სანაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე არასრული 25 წუთი გაატარა. დუდამ 5-დან 4 ორქულიანი, 10-დან 5 სამიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 27 ქულასთან ერთად ქართველმა ფორვარდმა 4 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. დუდამ ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 ჯარიმა მიიღო, ხოლო
მეტოქეებმა მასზე 8-ჯერ დაარღვიეს წესები.

დუდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, მის კვალზე კი გამარჯვებულთაგან 11 ქულით ნიკოლა გაიჩი, ხოლო 10 ქულით გეზიმ მორინა გამოირჩნენ. 3 მოგებითა და 1 მარცხით "პრიმოსკა" პირველ ადგილზეა. ეს ერთი მატჩი სანაძის გუნდმა გასულ ტურში, შინ 1 ქულით, "როგასკასთან" წააგო.

მომდევნო მატჩი ზღვისპირელებს 5 ნოემბერს, შინ "ჰოპსი პოლზელასთან" ელით.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავ დუდა,მართლაც მაგრად გითამაშია,მაგრამ სამი ჯარიმის გაფუჭება უკანახაზელისთვის,ბევრია და საერთოდაც ჩვენი ნაკრების ბიჭების სტატისტიკას რომ ვათვალიერებ,თვალში მხვდება საჯარიმოების გაფუჭების გახშირება,არადა ამ ზაფხულს დიდებულად ისროდნენ შესარჩევზე.
სოსო
19:29 27-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული